გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ქვახვრელსა და უფლისციხეში
გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოს გაზის
ტრანსპორტირების კომპანიის დაკვეთით, ორი სოფელში კომპანია
,,შაჰარტი"-ს წარმომადგენლები მუშაობენ.
სომხეთის დედაქალაქ ერევანში რეგისტირებულმა კომპანიამ 2018 წლის 10
სექტემბრამდე უნდა იმუშაოს. 21 თებერვალს გააფორმებული ხელშეკრულების
მიხედვით, ამ პერიოდისთვის სამუშაოები დასრულებული უნდა იყოს.
პროექტის ჯამური ღირებულება 2 მლნ 220 000 ლარს შეადგენს.
ხელშეკრულება ძალაშია 2018 წლის 10 სექტემბრამდე, ხოლო კომპანიის
მხრიდან არასათანადო შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში, საბანკო
გარანტია 2018 წლის 10 ოქტომბრამდე მოქმედებს.
გეგმა-გრაფიკიის ათვლა 21 თებერვლიდან დაიწყო, მოიცავს 180 დღეს და
ამჟამად სამუშაოების 69-ე დღეა.
სტატიის გამოყენების პირობები