ახალი ამბები
,,მჟავა წვიმები" ნახატებით - ინტეგრირებული გაკვეთილი
სურამის მე-4 საჯარო სკოლის პედაგოგმა ლელა კორკოტაძემ ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარა თემაზე: ,,მჟავე წვიმები". მოსწავლეებმა ნახატების მეშვეობით წარმოადგინეს სურათი ატმოფეროში მავნე ნივთიერების გაფრქვევასა და გარემოში წვიმის სახით მის უკან დაბრუნების შესახებ.

ტერმინი „მჟავა წვიმა“ (ინგლ. Acid rain) დაამკვიდრა შოტალნდიელმა ქიმიკოსმა რობერტ ანგუს სმითმა 1872 წელს. მან ჯერ კიდევ 1852 წელს მანჩესტერში (ინგლისი) პირველმა უჩვენა, რომ არსებობს კავშირი მჟავა წვიმასა და დაბინძურებულ ატმოსფეროს შორის. ეს პროცესი ბუნებრივ წვიმასთან შედარებით წვიმის წყლის მჟავიანობის მომატებას გულისხმობს.



ზოგჯერ მჟავა წვიმები საკმაოდ შორს მოდის იმ ადგილებიდან, სადაც პირველადი დამაბინძურებელი ნაერთების წყაროებია. მჟავა წვიმის პრობლემა ამა თუ იმ ქვეყნის ფარგლებით არ შემოისაზღვრება, რადგანაც ატმოსფერული დამაბინძურებლები დიდი მასშტაბით გადაადგილებას ხშირად განიცდიან. მაგალითად, მჟავა წვიმების უმეტესობა, რომელიც ნორვეგიაში, შვედეთსა და ნიდერლანდებში მოდის, ევროპის სხვა ქვეყნებში გამოყოფილი გოგირდისა და აზოტის ოქსიდებიდან წარმოიქმნება.



ქიმიკოსების ცნობით, მჟავიანობის მომატება უარყოფითად მოქმედებს როგორც მცენარეულ, ისე ცხოველთა სამყაროზე. გაზრდილი მჟავიანობა თევზის პოპულაციის მკვეთრ შემცირებას იწვევს. თევზების სახეობათა მხოლოდ მცირე რიცხვს შეუძლია გადარჩეს და მჟავე არეში რეპროდუქცია განახორციელოს. ბოლო დროს ცხადი გახდა, რომ ჰაერის დაბინძურებას ტყის მასივზეც შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა, რის შედეგადაც შეინიშნება ტყის მასივების შემცირების ტენდენცია.






Print

სტატიის გამოყენების პირობები