ახალი ამბები
მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ტურისტებთან გორში გამოკითხვას ატარებენ
გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განყოფილების თანამშრომლები ტურისტებთან გამოკითხვებს ატარებენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოდან აცნობეს.

ტურიზმის განყოფილების წარმომადგენლის ცნობით, ინტენსიურად დაიწყო ზრუნვა გორის მუნიციპალიტეტში შემოსული ტურისტების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე.

ამ მიზნით განყოფილების თანამშრომლების: ლელა კუთხაშვილის, ქეთევან კაპანაძის, ლაშა მაისურაძის, თეა ხუციშვილის, ციცინო მჭედლიძის, მარგალიტა აზალაძის და ნინი კოპაძის შემადგენლობით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელებიც სპეციალური კითხვარის მიხედვით აწარმოებენ უცხოელი ტურისტების გამოკითხვას.

,,გამოკითხვის შედეგები თვალნათლივ დაგვანახვებს, თუ მომსახურების რომელ სფეროში რა მდგომარეობაა, რა უნდა გამოსწორდეს სამომავლოდ და რით დავაინტერესოთ ტურისტები. ყოველი თვის ბოლოს შეჯამდება კვლევის შედეგები, ხოლო არსებული ხარვეზები გამოსასწორებლად გადაეგზავნება შესაბამის ორგანიზაციებსა და უწყებებს." - აღნიშნავენს სააგენტოს ტურისტულ განყოფილებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები