ახალი ამბები
თბილისისა და საგარეჯოს ტურნირებზე გორელმა მოჭიდავეებმა 16 მედალი მოიპოვეს
გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის თავისუფალი ჭიდაობის გუნდებმა 27–29 აპრილს თბილისის და საგარეჯოს ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს.

ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. გორელი მოჭიდავეების გამოსვლა შეაფასეს სპორტსმენებმა და მწვრთვნელებმა.

თბილისში გამართულ ნოდარ ბეკურიშვილის სახელობის ტურნირიდან გორში 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ, ხოლო საგარეჯოში გამართულ, არსენ მეკოკიშვილის ხსოვნის მემორიალურ ტურნირიდან კი - 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლებით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები