ახალი ამბები
ახალსოფელში ვართუმაშვილების სახლი დაიწვა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ვართუმაშვილების სახლი დაიწვა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. სახლში ბებია და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილიშვილი ცხოვრობს.

შვილიშვილი სამი დღის წინ საავადმყოფოში გადაიყვანეს და სახლში დღეს უნდა დაებრუნებინათ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შოთიკო ვართუმაშვილი სპეციალური საწოლის და სხვა ნივთების გარეშე დარჩა.

,,დილის 9 საათზე მეზობელთან გადავედი ვედრის წამოსაღებად. იქიდან რომ დავბრუნდი დავინახე ჩვენი სახლიდან კვამლი ამოდიოდა. მეზობლებმა გამოიძახეს სახანძრო. ახლაც არ ვიცი, საიდან გაჩნდა ცეცხლი."- ამბობს შოთიკოს ბებია.

ხანძარი იმ ოთახში გაჩნდა, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე ნივთები იყო. 

იხ: ამავე თემაზე: 
შოთიკო ვართუმაშვილის დასახმარებლად ,,დედების ფონდი" განცხადებას ავრცელებს












Print

სტატიის გამოყენების პირობები