ახალი ამბები
სტალინის გამზირიდან თამარ მეფის ქუჩისკენ სატვირთო მანქანების მოძრაობა აიკრძალება
სატრანსპორტო ნაკადის განტვირთვის მიზნით, გორში რამდენიმე მონაკვეთზე სატვირთო ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება.

ამის შესახებ განკარგულების პროექტი მერიის ეკონომიკური სამსახურის თანამშრომლებმა მოამზადეს.

პროექტის მიხედვით, სატვირთო მანქანების მოძრაობა აიკრძალება თამარ მეფის ქუჩის იმ მონაკვეთზე, რომელიც სტალინის გამზირიდან იწყება და მიემართება გურამიშვილის ქუჩისკენ.

ამ რეგულაციებიების მიხედვით, თამარ მეფის ქუჩიდან სატვირთო ავტომანქანა ვერ მოხვდება სამეფო ქუჩაზეც.
Print

სტატიის გამოყენების პირობები