მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, გორის ბიუჯეტში ჯარიმებიდან,
სანქციები და საურავებიდან გეგმა 343,3%-ით შესრულდა. ამის შესახებ
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მერიიდან აცნობეს.
ადმინისტრაციის ცნობით, იანვარი-აპრილის გეგმის გარდა, დამატებით
მობილიზიებულია ნახევარი მილიონი ლარი.
,,ამ კლასიფიკაციით შემოსულია 703,0 ათ. ლარი, ნაცვლად გეგმით
გათვალისწინებული 206,0 ათ. ლარის, შესრულებამ შეადგინა 341,3%.
დამატებით შემოსულია 497,0 ათ. ლარი." - აღნიშნავენ მერიაში.
მერიაში განმარტავენ, რომ ძირითადი თანხა ამ მიმართულებით,
სამართალდაცმველების მიერ გამოვლენილი ადმინისტრაციული
სამართალდარღვევების შედეგად, მოგროვდა.
2018 წლის გორის
ბიუჯეტის მიხედვით, მთელი წლის განმავლობაში, ჯარიმებიდან და სანქციებიდან
1 მლნ 560 000 ლარს ელოდებიან.
სტატიის გამოყენების პირობები