ახალი ამბები
ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებმა ამხანაგური მატჩი მერიის თანამშრომლებთან გამართეს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრებმა ამხანაგური მატჩი გორის მერიის წარმომადგენლებთან და საკრებულოს წევრებთან გამართეს. მატჩი ,,ახალბაღის" ტერიტორიაზე გაიმართა.

თასი მისიის წარმომადგენლებმა მოიგეს. ღონისძიება ,,ევროპის დღეების" ფარგლებში გაიმართა.

გორში ,,ევროპის დღეებმა" სტარტი 2 მაისს აიღო და 8 მაისამდე გაგრძელდება. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.

,,ევროპის დღეებს" ორგანიზებას უწევს გორის მუნიციპალიტეტის მერია; კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო, სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისი და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.

დარჩენილ დღეებს, განრიგი ასე გამოიყურება:

4 მაისი

• 13 საათი - ფრენბურთი - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.
• 15 საათი - კალათბურთი - სპორტ-სკოლის კალათბურთის დარბაზი
• 17 საათი - ტურისტული კლუბი ,,ჯიპ ტური’’ და მოლაშქრეთა კლუბის პრეზენტაცია - გორის ცენტრალური მოედანი
• 19 საათი - კონცერტი - ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი ,,გორი’’ - სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერი.

7 მაისი

• 13 საათი - მკლავჭიდი - თეატრის ბაღი
• 16 საათი - ფილმის ჩვენება - გორის კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილება მის. მშვიდობის გამზირი 12/ა
• 19 საათი - კონცერტი - მუსიკისა და ცეკვის ცენტრი ,,იბერია’’

8 მაისი

• 13 საათი - ,,ერეკლეს აბანოს’’ საგამოფენო სივრცის გახსნა, მხატვარ კახაბერ თოფჩიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
• 16 საათი - ,,ევროპის დღეების’’ საზეიმო დახურვა. გამოფენა, საინფრმაციო შეხვედრა, ვიქტორინა და კონცერტი. გორის კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილება მის. მშვიდობის გამზირი 12/ა
Print

სტატიის გამოყენების პირობები