ახალი ამბები
გორის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან შემოსავალმა იკლო
მიმდინარე წლის იანვრიდან აპრილამდე, გორის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან შემოსავალმა იკლო. გეგმა 50%-ითაც არ შესრულდა.

გორის მერიის ადმინისტრაციის ცნობით, ამ ბიზნესის მოსაკრებელის ოდენობა, რომელიც ბოლო სამ თვეში მოგროვდა, 71,5 ათ. ლარს აღწევს, ნაცვლად გეგმით გათვალისწინებული 150,0 ათ. ლარისა.

,,შესრულებამ შეადგინა 47,7% და დააკლდა 78,5 ათ. ლარი." - აცხადებენ მერიაში.

2018 წლის გორის ბიუჯეტის მიხედვით, წლის განმავლობაში, სათამაშო ბიზნესიდან მოსაკრებლის ოდენობა 600 000 ლარითაა განსაზღვრული. გასულ 2017 წელს გეგმა 660 000 ლარი იყო. იმის გამო, რომ აღნიშნული ბიზნესიდან შემოსავალი გასულ წელსაც მცირდებოდა, მერიამ 2018 წლის გეგმაში შედარებითი ნაკლების რაოდენობის თანხის მობილიზება ივარაუდა.

ქალაქის ცენტრში ორი ტოტალიზატორი დაიკეტა. ერთ-ერთმა მათგანი სტალინის გამზრიდან ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები