ახალი ამბები
გორში ჩამოსული ტურისტებისთვის ჯიპები და კარვები მზადაა
დღეს, 2018 წლის 4 მაისს, გორის ცენტრალურ მოედანზე ტურისტულ კლუბის „ჯიპ ტურისა“ და „მოლაშქრეთა კლუბის“ პრეზენტაცია გაიმართა.

ორივე კლუბის წარმომადგენლებმა საზოგადოებას ის შესაძლებლობები გააცნეს, რაც ტურისტული სეზონისთვის აუცილებელია.

ჯიპებით და კარვებით გორში ჩასულ ტურისტს შესაძლებლობა აქვს გორის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნავი ადგილები მოინახულოს. აქცენტი განსაკუთრებით, მაღალმთიან ზონაზე, კერძოდ, მდინარე ტანას ხეობაზე კეთდება.

პრეზენტაციის ორგანიზატორია გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილება.

პრეზეტაციას საზეიმო ღონისძიებები უწოდა წინ. მისასალმებელი სიტყვა გორის მერმა კოტე თავზარაშვილმა წარსმოსთქვა. მისი თქმით, ტურისტებს ატენის ხეობაში დაუვიწყარი სანახაობები ელოდება.



 

Print

სტატიის გამოყენების პირობები