ახალი ამბები
გორში 26 მაისისთვის ახალ კლიპს იღებენ
,,გორის ციხეზე დიადი დროშაა ამაღლებული" - ამ სიტყვებით სრულდება სიმღერა, რომელიც დღეს ისტორიულ ციხე-სიმაგრიდან ისმოდა. ,,გორის დარბაზის" შემოქმედებითი ჯგუფი თანაქალაქელებს კიდევ ერთ სიურპრიზს უმზადებს.

ახალი კლიპისთვის გადაღებები დღეს გორის ციხეზე მიმდინარეობდა. სიმღერა საქართველოს დამოუკიდებლობის 100-წლის იუბილეს, 2018 წლის 26 მაისს, ჯერ სოციალური ქსელით გავრცელდება.

იდეა გურამ მამუკაშვილს ეკუთვნის, სიმღერის ავტორია გორელი კომპოზიტორი დავით ქიტიაშვილი. ტექსტი ერთის მხრივ საქართველოს დამოუკიდებლობის სიდიადეს, თუმცა, მეორეს მხრივ, ამ დამოუკიდებლობის დაკარგვით გამოწვეულ სევდას ასახავს.

ჯგუფში გაწევრიანებულები არიან ანსამბლ ,,გორის" წევრები.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები