გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდიდან ლევიტანაში მწყემსები
ღამით გაემგზავრნენ. ზამთრის საძოვრებამდე, გორიდან, მანძილი 40
კმ-ია.
მწყემსები ამბობენ, რომ დღის საათებში გადატვირთული მოძრაობის გამო,
გზაზე პრობლემებს ხვდებიან. ტურისტულ სეზონზე მდინარე ტანას ხეობაში
უამრავი მანქანა მოძრაობს. ამიტომ, მგზავრობა ღამით აირჩიეს.
ლევიტანამდე გაიარეს სოფლები: ატენი და ბოშური. შს სამინისტროს
ხიდისთავის განყოფილებაში, გზად რაიმე პრობლემის ან შეფერხების
შესახებ, მწყემსებისგან შეტყობინება არ შესულა.

სტატიის გამოყენების პირობები