ახალი ამბები
თედოწმინდელი მწყემსები ლევიტანას საძოვრებისკენ ღამით გაემგზავრნენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდიდან ლევიტანაში მწყემსები ღამით გაემგზავრნენ. ზამთრის საძოვრებამდე, გორიდან, მანძილი 40 კმ-ია.

მწყემსები ამბობენ, რომ დღის საათებში გადატვირთული მოძრაობის გამო, გზაზე პრობლემებს ხვდებიან. ტურისტულ სეზონზე მდინარე ტანას ხეობაში უამრავი მანქანა მოძრაობს. ამიტომ, მგზავრობა ღამით აირჩიეს.

ლევიტანამდე გაიარეს სოფლები: ატენი და ბოშური. შს სამინისტროს ხიდისთავის განყოფილებაში, გზად რაიმე პრობლემის ან შეფერხების შესახებ, მწყემსებისგან შეტყობინება არ შესულა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები