ახალი ამბები
26 მაისის ღონისძიებების მოსაწყობად გორის მერიას ინფრასტრუქტურის სამინისტროდან დაეხმარებიან
გორში, საქართველოს დემოუკიდებლობის 100-წლის იუბილესთან დაკავშირებით, მოსამზადებელი სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება. ამისათვის მზადყოფნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უკვე გამოთქვა.

ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონებში, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, თავის წვლილს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო შეიტანს.

კერძოდ, გორისა და რამდენიმე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, დროშებსა და ბანერებს დაამონტაჟებენ. სამინისტროს ასეთი ყურადღება კიდევ შემდეგი ქალაქების: ქ. ზუგდიდის, ქ. ფოთის, ქ. თელავის, ქ. ახალციხის, ქ. ოზურგეთის, ქ. ქ. მცხეთის, ქ. რუსთავის, ქ. ქუთაისისა და ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტებმა დაიმსახურეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები