ახალი ამბები
პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით სასტუმროს მფლობელი და ბარმენი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თაამშრომლებმა 1967 წელს დაბადებული ი.ქ. და თურქეთის მოქალაქე, 1964 წელს დაბადებული ფ.ი., პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.ქ. და ფ.ი. თბილისში, სასტუმროს ტიპის ერთ-ერთ დაწესებულებაში, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, პროსტიტუციისთვის ოთახებს სისტემატურად აქირავებდნენ. ფ.ი. აღნიშნული დაწესებულების მფლობელი იყო, ხოლო ი.ქ. ადმინისტრატორად და ბარმენად მუშაობდა.

სამართალდამცველებმა მოწმის სტატუსით 6 პირი გამოკითხეს. ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 254-ე მუხლით.

ოპერატიულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები