ახალი ამბები
კოდის დევნილთა დასახლებაში პროფესიული მომზადების პროგრამა გააცნეს
კოდის დევნილთა დასახლებაში, „პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ, ინფორმაცია მიაწოდეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ერედვის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ერედვის გამგეობის წარმომადგენლები.

,,შეხვედრაზე, სააგენტოს პროგრამების მენეჯერმა დევნილებს პროგრამა, რომელსაც სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს, ითვალისწინებს შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ მომზადება-გადამზადებას, ასევე, სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირებით მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ამ გზით დასაქმების ხელშეწყობას." - აცხადებენ გამგეობაში.

პროგრამით სარგებლობის უფლება აქვთ 16 წლის ასაკს გადაცილებულ შრომითი ქმედუნარიანობის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს.



Print

სტატიის გამოყენების პირობები