ახალი ამბები
ორგანიზაციები საქართველოში სტალინის სახელით
საქართველოს საჯარო რეესტრის მონაცემებით, დღეის მდგომარეობით, სტალინის სახელს 9 იურიდიული მოქმედი ორგანიზაცია იყენებს.

კომპანიები

1. ,,სტალინის მეღვინე" - რეგისტრირებული 2017 წლის 12 ოქტომბერს. 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი გოჩა ჩაგელიშვილია. კომპანიის იურიდიული მისამართი თბილისი, საბურთალოს რაიონი, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა.

2. 2015 წლის 10 თებერვალს დაარსდა შპს ,,სტალინი 21“. მისი ხელმძღვანელი და 100%-იანი წილის მესაკუთრე მანანა გაგოშიძეა. მისამართი, თბილისი, დიდგორის რაიონი, დაბა წყნეთი,

3. 2001 წლის 1 იანვარს დაფუძნდა შპს ,,ი.ბ. სტალინის იდეურ მემკვიდრეთა კავშირი 2000". თავმჯდომარე ელდარ კაპანაძეა. მასთან ერთად კომპანიაში მხოლოდ ერთი ადამიანია რეგისტრირებული, რომელსაც ბუღალტრის პოზიცია უკავია. რეგისტრაციის მისამართი: თბილისი, ნიკალას მე-3 ჩიხი #3-ია.

რაც შეეხება ააიპ-ებს (არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირები):


4. 2013 წლის იანვარში დაფუძნდა ა(ა)იპ ი.ბ.სტალინის ფენომენის შესწავლის, მემორიალების და ძეგლების აღდგენის ფონდი." ის 5 წევრისგან შედგება. თამაზ ჯაფოშვილია ორგანიზაციის თავმჯდომარე. მისამართი ქ. თბილისის, გლდანი-ნაძალადევის რაიონში.

5. 2013 წლის 18 აპრილს ჩამოყალიბდა ა(ა)იპ ,,საერთაშორისო საზოგადოება სტალინი“, რომლის ხელმძღვანელია გრიგოლ ონიანი. მისამართი: დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, ლუბლიანას ქ.

6. 2011 წლის ოქტომბერში დარეგისტრირდა. ა(ა)იპ სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი სტალინის“ იურიდიული მისამართი სოფელი დიდი ჯიხაიშია. ორგანიზაციის თავმჯდომარე კი - ავთანდილ უგულავა.

7. 2001 წელს დაარსდა ი.სტალინის სახელობის ავლაბრის არალეგალული რესტავრირებული სტამბა-მუზეუმი, მისამართი - თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, კასპის ქ. №7.

8. 1997 წლის 21 ნოემბერს დაფუძნდა ა(ა)იპ სტალინის ფენომენის შემსწავლელი საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.

9. 1995 წლის 5 სექტემბერს დაარსდა ,, სტალინის იდეურ მემკვიდრეთა საქართველოს კავშირი“. მისამართზე - თბილისი ჭავჭავაძის 53 ა. ხელმძღვანელად მითითებულია კარლო გარდაფხაძე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები