ახალი ამბები
9 მაისს გორში რამდენიმე აქცია იმართება
მოძრაობა ,,უკვდავი პოლკის" მონაწილეები დღეს გორში მსვლელობას მოაწყობენ. ისინი ცენტრალური მოედნიდან სტალინის სახლ-მუზეუმის მიმართულებით მარშით გაივლიან.

რუსული მოძრაობა ,,უკვდავი პოლკი" სლავ ხალთა ეროვნულ კონგრესს წარმოადგენს და არაკომერციულ და არაპოლიტიკურ მოძრაობად მიიჩნევა, თუმცა, მასში ყოველ წელს მონაწილეობენ რუსი მაღალჩინოსნები, მათ შორის, პრეზიდენტი პუტინი.

პარალელურად, გორის მერია 12 სთ-დან 13 სთ-მდე დიდების მუზეუმთან ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ღონისძიებებს მართავს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები