ახალი ამბები
გორში დიდების მუზეუმთან ვეტერანებს ხვდებიან
საბრძოლო დიდების მუზეუმთან მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ხვდებიან და ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავენ. მათთან შიდა ქართლის გუბერნატორი და გორის მერი მივიდნენ.

ვეტერანებს ფულად საჩუქრებს გადასცემენ, შემდეგ კი, საზეიმო სადილით გაუმასპინძლდებიან.

გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს თანამშრომლები კონცერტს გამართავენ.




Print

სტატიის გამოყენების პირობები