ახალი ამბები
გორის მუნიციპალიტეტში მეორე მსოფლიო ომის 15 მონაწილე ცხოვრობს
გორის მუნიციპალიტეტში ამჟამად 15 ვეტერანი ცხოვრობს. ამათგან, 8 ვეტერანი ქალაქშია რეგისტრირებული. გასულ წელს კი, ქალაქში 10 ვეტერანი იყო აღრიცხული.

მათ დღეს ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა მიულოცეს, ხოლო ომში დაღუპულთა მემორიალს გვირგვინებით შეამკეს

ვეტერანების პატივისაცემად დიდების მუზეუმთან მცირე ღონისძიება იმართება, რომელშიც გორის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის აღსაზრდელები იღებენ მონაწილეობას.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის ითვალისწინებს წლის მანძილზე ერთჯერადად 200 ლარიან, ხოლო აღნიშნულ თარიღთან (9 მაისი) დაკავშირებით 150 ლარიან დახმარებას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები