ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტში ფორუმი ,,ანტიტოტალიტარული 9 მაისი" მიმდინარეობს
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ფორუმი „ანტიტოტალიტარული 9 მაისი“ მიმდინარეობს.

ღონისძიებას საინიციტივო ჯგუფი "მარო" ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით მართავს.

"ღონისძიების მიზანია, საზოგადოებას დაანახოს ურთიერთდამოკიდებულება სტალინის თემასა და ანტიდასავლურ კამპანიას შორის, რაც აზიანებს სახელმწიფოს ინტერესებს. ასევე, დაეხმაროს საზოგადოებას საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობის გააზრებისა და ტოტალიტარიზმისგან დისტანცირების საჭიროების გაანალიზებაში", - ამბობენ ფორუმის ორგანიზატორები.

Print

სტატიის გამოყენების პირობები