ახალი ამბები
პირველად წითელი დროშების გარეშე - 9 მაისი გორში
დღეს, გორში, სტალინის სახლ-მუზეუმის ტერიტორიიდან აქციის მონაწილეებს ის ერთადერთი დროშაც გაატანინეს, რომელზეც ნამგალი და ურო იყო გამოსახული. საქართველოს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) წერილობითმა გაფრთხილებამ კომუნისტური პარტიის წევრებზე იმოქმედა.

გორის ქუჩებში, პირველად, გამარჯვების დღეს, საბჭოთა წითელი დროშები აიკრძალა. ,,თავისუფლების ქარტიის" მე-7 მუხლის მეექვსე პუნქტის დაცვა პოლიციის თანამშრომლებმა პირწმინდად შეასრულეს:

,,ეს არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა," - ამბობდა კომუნისტურ პარტიის გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ალეკო ლურსამაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში, გორში, კომუნისტურ აქციებს ხელმძღვანელობს.

ბოლო წლების განმავლობაში, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მასშტაბურად აღინიშნებოდა. 




რა ხდებოდა წინა წლებში:

2015 წლის 9 მაისი



2016 წლის 9 მაისი

Print

სტატიის გამოყენების პირობები