ახალი ამბები
გორის სოფელ ხიდისთავში 25 ოჯახს სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, წყლის სატუმბი სისტემა წყობიდან გამოვიდა. მესამე დღეა ,,ოხერას" დასახლებაში 25 ოჯახი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი.

მერიის სასმელი წყლის უზრუნველყოფის სამსახურის ცნობით, საქაჩი სისტემა 7 მაისს დაზიანდა. ,,ჩვენმა სპეციალისტმა მისი შეკეთება სცადა, მაგრამ უშედეგოდ," - ატყობინებს სამსახურის ხელმძღვანელი ბონდო მარუაშვილი გორის მერს.

სოფლის წარმომადგენელი გიორგი ბარჯაძე ამბობს, რომ მაქსიმუმ 2 დღეში მოტორი გამოიცვლება: ,,დაახლოებით 5 წლის წინ დამონტაჟდა ეს სიტემა და როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, წყობიდან ხანგრძლივმა მუშაობამ გამოიყვანა." - აცხადებს ბარჯაძე.

მისი განმარტებით, ახალ საქაჩს დასახლების კიდევ უფრო ზევით ნაწილში დაამონტაჟებენ, რათა თავიდან იქნეს აცილებული სისტემის შემდგომი გადატვირთვა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები