ახალი ამბები
გორის სპორტის სასახლის დირექტორად ბორია გოგიჩაიშვილი დაინიშნა
გორის სპორტის სასახლე ოფიციალურად მერიის საკუთრება გახდა. მერმა კოტე თავზარაშვილმა მისი დირექტორი უკვე დანიშნა. 7 მაისის გადაწყვეტილებით, სასახლის ხელმძღვანელი ბორია გოგიჩაიშვილი გახდა.

ბიზნესმენი და სპორტსმენი ბორია გოგიჩაიშვილი ამავე დროს შიდა ქართლის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტია.

სპორტის სასახლის მშენებლობა 2017 წლის 31 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კანადურმა კომპანიამ სპორტის სამინისტროს აცნობა, რომ საჭირო გახდა დამატებითი სამუშაოების წარმოება.

სასახლის დიდი დარბაზი 1 500, ხოლო პატარა დარბაზი 500 სტუმარზეა გათვლილი. პროექტი „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის” ფარგლებში ხორციელდება.

ფოტოზე: სპორტსმენები: ლერი ხაბელოვი, ბორია გოგიჩაიშვილი და შოთა ხაბარელი


Print

სტატიის გამოყენების პირობები