ახალი ამბები
არქეოლოგიურ გათხრებში გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს ანაზღაურებად მონაწილეობას სთავაზობენ
16 მაისიდან 16 ივლისამდე გუდაბერტყას ნამოსახლარზე, ხოლო 2018 წლის 16 აგვისტოდან 16 ოქტომბრამდე - გორის ციხეზე საველე არქეოლოგიური გათხრები ტარდება.

ამის თაობაზე, გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს მონაწილეობის მიღებას სთავაზობენ. მომსახურება ანაზღაურებადია, დღიური გასამრჯელო შეადგენს 15 ლარს (ხელზე მისაღები თანხა).

არქეოლოგიური გათხრების ხელმძღვანელია ისტორიის აკადემიური დოქტორი, გიორგი მინდიაშვილი.

გათხრებში მონაწილე სტუდენტებისათვის დაწესდება შეღავათიანი სამუშაო დღე (დღიურად 4 საათი, ლექციებიდან თავისუფალ დროს).

გასაუბრება გათხრებში მონაწილე მსურველ სტუდენტებისათვის შედგება 11 მაისს, პარასკევს, 1200 საათზე, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, აუდიტორია 117.
Print

სტატიის გამოყენების პირობები