ახალი ამბები
ევროკავშირის მისია გამყოფ ხაზთან ახალი ხნულების გავლების ფაქტს ეხმაურება
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ განცხადება გაავრცელა, რომელიც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის ახლოს მდებარე ნიქოზის ტერიტორიაზე არსებული ვითარებას ეხება.

,,ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყურადღებით ადევნებდა თვალს ამ სამუშაოებს და ნიქოზის ტერიტორიაზე აგრძელებს პატრულირებას. მისიას საკუთარი ანალიზის შესაბამისად, შეუძლია დაადასტუროს, რომ მაისის თვეში ზოგიერთი ხნული ნამდვილად გავლებულია ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე.

მისია გააგრძელებს დაკვირვებას, აღბეჭვდვასა და ანგარიშგებას იმ საქმიანობის შესახებ, რომელიც მისი მანდატის შესაბამისად ისახება სტაბილურობასა და გადაადგილების თავისუფლებაზე.

მისია აღნიშნავს, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების განხილვა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში 15 მაისს ჩანიშნულ მომდევნო შეხვედრაზე მოხდება." - აღნიშნულია განცხადებაში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები