ახალი ამბები
დღეს გორში ველომოყვარულები მსვლელობას მოაწყობენ
დღეს საღამოს ველომოყვარულთა კლუბი გორის ქუჩებში ველოსიპედებით მსვლელობას მოაწყობს. ველოსიპედებით მსვლელობაში მონაწილეობის მიღება 15 წლის ზევით ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

მსვლელობა ახალბაღის ტერიტორიიდან 18:00 საათზე დაიწყება და ერთ საათს გასტანს.

ორგანიზატორების განცხადებით, მსვლელობის მიზანია, საზოგადოებამ აღიქვას ველოსიპედი ტრანსპორტად და არა გასართობ საშუალებად.

,,დღევანდელ დღეს დაგეგმილი მსვლელობა ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას, რათა გარემო უფრო ნაკლებად დაბინძურდეს, გაჩნდეს გორში ველო ბილიკები და ველო პარკინგები, იმისათვის რომ ქალაქში გადაადგილება ველოსიპედით გახდეს უსაფრთხო!“- ამბობს ველომოყვარულთა კლუბის დამაარსებელი ლადო მიხანაშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები