ახალი ამბები
ბოლო 4 თვეში გორის მუზეუმებს 106 538 ვიზიტორი ესტუმრა
2018 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით გორის მუნიციპალიტეტს 106 538 ტურისტი და ვიზიტორი ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის სამსახური ავრცელებს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ზამთრის შემდეგ დინამიკა მზარდია, რასაც ყოველთვიური მონაცემები ცხდაყოფს.

,,ეს ინფორმაცია მოიცავს ოფიციალურ ინფორმაციას ტურისტების შესახებ, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს გორის ტურიზმის ცენტრში, მათ შორის, ატენი-უფლისციხის მიმართულებით," აცხადებენ ტურიზმის განყოფილებაში.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან აპრილის ჩათვლით, უფლისციხეს 54064 ვიზიტორი ესტუმრა.

უფლისციხის მონაცემები საერთო მაჩვენებლის 50,7%-ს შეიცავს. დანარჩენი - სტალინის სახლ-მუზეუმის მონაცემებია. სპეციალისტები ამბობენ, რომ უფლისციხეში უცხოელ ტურისტებთან ერთად რაოდენობრივ მაჩვენებლს სკოლების მოსწავლეები ავსებენ. ხოლო სტალინის მუზეუმს ძირითადად უცხოელი ტურისტები სტუმრობენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები