ახალი ამბები
ცოცხნარაში სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა მოსახლეობა გააფრთხილეს
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოცხნარაში ვეტერინარებმა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი შეამოწმეს. აღმოჩნდა, რომ ათეულობით ძროხა ასაცრელია.

ამის გამო სააგენტოს წარმომადგენლებმა ოჯახებს გაფრთხილებები მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში აუხსნეს, რომ სანქციები ელოდებათ.

სოფლის წარმომადგენელი დავით გოგალაძე ამბობს, რომ სააგენტო თანამშრომლები მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლნენ:

,,მოსახლეობა გაგებით უნდა მოეკიდოს იმას, რომ საჭიროა საქონლის აცრა. დაახლოებით, 8 ოჯახმა აცრაზე უარი განაცხადა, რის გამოც, გაფრთხილება მისცეს," - აცხადებს დავით გოგალაძე.

ხაშურის სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი (595 22 11 XX) სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 
Print

სტატიის გამოყენების პირობები