ახალი ამბები
ცხინვალში ქალმა მამაკაცი დანით მოკლა
გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად 34-წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის მედია ავრცელებს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შს სამინისტროს პრეს-სამსახურმა ადგილობრივ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მკვლელობაში ბრალდებული, 28-წლის ქალია.

,,11 მაისს ცხინვალის დასახლებაში 28-წლის ქალთან სტუმრად იმყოფებოდა სოფელ ხეთაგუროვოში {წუნარი} მცხოვრები, 34-წლის მამაკაცი. მათ შორის მოხდა შელაპარაკება. ქალმა თავდასხმის მოგერიების მიზნით მამაკაცს გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა" - აცხადებენ ცხინვალის მილიციაში.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გზაში გარდაიცვალა. შემთხვევა ცხინვალის ჩრდილოეთით, ახლადგაშენებულ მიკრორაიონ ,,მზიანში" მოხდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები