ახალი ამბები
გორის მერიის წარმომადგენლები ევროკავშირის მისიის გუნდთან ანგარიშით 1:4 დამარცხდნენ
ამხანაგური მატჩი, რომელიც ,,ევროპის დღეები 2018''-ის ფარგლებში, გორში ჩატარდა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

გორის მერიის გუნდმა 1:4 წააგო. ღონისძიება კულტურისა და დასვენების პარკ ,,ახალბაღში" გაიმართა.

ევროპის დღეები გორში 22 მაისამდე გაგრძელდება. კვირეულის ფარგლებში სპორტული ღონისძიებები, საგანმანათლებლო, შემეცნებითი და მხატვრული აქტივობები ხორციელდება.

გორის კულტურის ცენტრში კონცერტი ჩატარდა. მანამდე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისის ხელმძღვანელმა ჰანს შნეიდერმა და მისმა კოლეგებმა მისიის შესახებ მოხსენება წაიკითხეს. სტუდენტებისა და მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის გაიმართა ინტელექტუალური ვიქტორნი. გამოფენაზე კი, ევროკავშირში შემავალი ქვეყნების ღირშესანიშნაობები იყო წარმოდგენილი.

ევროპის დღეების აღნიშვნა გორში 2 მაისს დაიწყო. ღონისძიების ფარგლებში არაერთი ღონიძიება გაიმართა, მათ შორის: ჭადრაკის, კალათბურთისა და ფრენბურთის ტურნირები, კლასიკური მუსიკის კონცერტი, ტურისტული ,,ჯიპ-ტურის“ პრეზენტაცია, სამხატვრო გამოფენა და ახლადრეაბილიტირებული ერეკლეს აბანოს გახსნა, ფილმის ჩვენება, სკაუტური მოძრაობის აქტივობები და სხვა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები