ახალი ამბები
გორში გოგებაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციოდ 1,2 მლნ ლარი გამოიყო
2018 წლის ივნისიდან დაიწყება და 150 დღის განმავლობაში გაგრძელდება, ქალაქ გორში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მერიიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის ცნობით, სამშენებლო სამუშაოები მოიცავს მონაკვეთს, კახნიაშვილის ქუჩისა და ,,26 მაისის სანაპიროს“ შორის, სულ 360 მ სიგრძეზე. ასევე, მოწესრიგდება საკათედრო ტაძრის (ყოფილი ფრანგების ეკლესია) მიმდებარე ტერიტორია.

სამუშაოებისთვის 1,2 მლნ ლარია გამოყოფილი, რომლის დიდ ნაწილს საქართველოს მთავრობის ბიუჯეტიდან დაფარავენ. პროექტის მიხედვით, გაკეთდება საკანალიზაციო ქსელი და ბორდიურები.

გზის რეაბილიტაციის შემდეგ, გორის მე-2 სკოლასთან ,,მწოლიარე პოლიციელები" დამონტაჟდება.





Print

სტატიის გამოყენების პირობები