ახალი ამბები
ინგლისური ენის კონკურსში გორის მე-3 სკოლის ორმა მოსწავლემ გაიმარჯვა
ბრიტანეთის საბჭოს მიერ ჩატარებულ, ინგლისური ენის კონკურსში გორის მე-3 სკოლიდან ორმა მოსწავლემ გაიმარჯვა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სკოლის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის ცნობით, პირველი ადგილი მოიპოვეს ასაკობრივ კატეგორიებში მე-6 კლასის მოსწავლემ ნუცა ფურცელაძემ (ინგლისური ენის მასწავლებელი თეონა პავლიაშვილი) და მე-9 კლასის მოსწავლემ ანა ჯაფარიძემ (ინგლისური ენის მასწავლებელი ნინო ნონიაშვილი).

კონკურსი, ბრიტანეთის საბჭოსა და გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოსთან ერთად, ჩატარდა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები