ახალი ამბები
გორის ,,express ბანკში" განგაშის სიგნალი ამოქმედდა
გორში, წმინდაწყალზე მდებარე ,,express ბანკის" ოფისში პოლიცია იყო მობილიზებული. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრები ადგილზე, სპეციალური განგაშის სიგნალის ამოქმედების გამო, მივიდნენ.

ოფისის მენეჯერი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აცხადებს, რომ უფლება არა აქვს კომენტარი გააკეთოს.

სამართალდამცველების განცხადებით, მოხდა რაღაც, რომელიც საბოლოოდ ,,არ მოხდა". მათ, ჟურნალისტების გამოჩენის შემდეგ, დატოვეს ტერიტორია. ასევე, არ აკეთებს კომენტარს დაცვის პოლიციის წარმომადგენელი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები