ახალი ამბები
გორში მოხეტიალე ცირკი 20 მაისამდე დარჩება
15 მაისიდან, გორის კულტურისა და დასვენების პარკ ,,ახალბაღში" ბავშვებისთვის საცირკო წარმოდგენები იმართება. მოხეტიალე ცირკი ,,შაპიტო" გორში 20 მაისამდე დარჩება.

,,ახალბაღის" ადმინისტრაციის ცნობით, წარმოდგენები 17 საათზე იმართება. პირველ საცირკო წარმოდგენას სოციალურად დაუცველი ბავშვები დაესწრნენ.

მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, საქველმოქმედო აქცია, გორის მერიის მხარდაჭრითა და ცირკის ადმინისტრაციის ინიციატივით, გაიმართა. სხვა დღეებში კი, - ფასიანია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები