ახალი ამბები
ბალნეოლოგიურ კურორტ ,,გორიჯვარში" სეზონი გაიხსნა
კურორტ ,,გორიჯვარში" სამკურნალო სეზონი გაიხსნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კურორტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, ,,გორიჯვარი" ყოველდღიურად მუშაობს, სადაც მომხმარებლებისთვის, აბაზანებთან ერთად სასტუმროს 5 ნომერია მზად.

ბალნეოლოგიური კურორტი გორის რაიონის სოფ. დიდ გორიჯვარში მდებარეობს. მისი სამკურნალო ფაქტორია: მცირე მინერალიზაციის ჰიდროსულფიდური, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი მინერალური წყალი.

აბაზანები გამოიყენება საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიურუ დაავადებების სამკურნალოდ.

დამატებითი ინფორმაციისთვის: T:579 47 47 05 T:598 94 17 39; Email: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

Print

სტატიის გამოყენების პირობები