ახალი ამბები
გორში იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზის ჭიშკარს სანადირო თოფიდან ესროლეს
16 მაისს, გორში წმინდაწყლის დასახლებაში მდებარე იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ადგილობრივების განცხადებით, სამეფო დარბაზს, სავარაუდოდ, სანადირო თოფიდან ესროლეს.

სამეფო დარბაზს ნატყვიარის გარდა გაკეთებული აქვს წარწერა -"იწამე ღმერთი ჩვენი".

შსს პრესსამსახუდის განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რომელმაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია) მიმდინარეობს.

ეს შემთხვევა - გორში იეჰოვას მოწმეების რელიგიურ საქმიანობაში ხელის შეშლის - პირველი არ არის. ორი თვის წინ სამეფო დარბაზის გალავანზე ჯვრები გამოსახეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს შსს-ა და პროკურატურას, ჩაატაროს ეფექტური გამოძიება, გამოკვეთოს სიძულვილისა და დისკრიმინაციის მოტივი, გამოავლინოს დამნაშავეები და დასაჯოს ისინი კანონის სრული სიმკაცრით.



Print

სტატიის გამოყენების პირობები