ახალი ამბები
გორში იუსტიციის სახლთან მყოფ გარემოვაჭრეებს დგომის ვადა დღეს ეწურებათ
ქალაქ გორში, გურამიშვილის ქუჩისა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოვაჭრეებს ყოფნის ვადა დღეს ეწურებათ. საღამოს 20 საათისათვის ტერიტორია დახლებისგან სრულად უნდა გასუფთავდეს.

გორის მერიამ გაფრთხილების წერილები მოვაჭრეებს 19 მაისს დაურიგა. გორის მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, გარემოვაჭრეებს ქალაქში არსებულ სხვა ბაზრებსა და ბაზრობებში სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელებას მნიშვნელოვანი შეღავათებით სთავაზობს.

ყოფილი აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ აქტიური კამპანია მერიამ 7 მაისიდან დაიწყო. ბაზრის ყოფილი ავტოსადგომი დახლებისგან პოლიციის დახმარებით სწორედ 7 მაისს საღამოს გაასუფთავეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები