ახალი ამბები
გორში ძიუდოს განვითარების 4-წლიანი პროგრამა წარადგინეს
დღეს, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსურ სპორტულ სკოლაში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ძიუდოს განვითარების ოთხწლიანი პროგრამა წარადგინეს.

პრეზენტაციაზე აღნიშნეს, რომ ძიუდოს განვითარების ოთხწლიანი პროგრამა ითვალისწინებს ძიუდოს პოპულარიზაციისთვის ზრუნვას, მასობრიობის ზრდას, მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას.

,,შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის ძიუდოს სექცია ერთ–ერთი წარმატებულია ჩვენი ქალაქის სპორტულ სექციებს შორის. აქ მოღვაწეობენ წარმატებული მწვრთნელები და ვარჯიშობენ პერსპექტიული სპორტსმენები. სასპორტო სკოლა ყოველთვის ზრუნავს ძიუდოს სექციის განვითარებაზე" - აღნიშნეს პრესკონფერენციაზე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები