ახალი ამბები
უფლისციხეში მყოფმა ტურისტებმა ნაგავსაყრელის შესახებ გარემოსდამცეველს აცნობეს
უფლისციხეში მყოფმა ტურისტებმა, გზაზე სტიქიური ნაგავსაყრელის არსებობის შესახებ, გარემოსდაცვით ორგანიზაცია ,,CENN"-ს შეატყობინეს.

ადგილი, სადაც ტურისტებმა ნაგავსაყრელი ნახეს, არა თუ ცენტრალურ მაგისტრალზე, არამედ უფლისციხე-დოესი-კასპის შემოვლით გზაზე მდებარეობს.

ამ გზით, ტურისტები უფლისციხიდან კასპის რაიონში - რკონის, ქვათახევის და სხვა ტურისტული ადგილებისკენ მოძრაობენ. გზა ასევე სარეაბილიტაცოა, რომლის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მასალა ადრეც მოამზადა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,CENN"-ის ცნობით, სტიქიურ ნაგავსაყრელის ლიკვიდიაციის მიზნით, 7 ივნისს მასშტაბური ღონისძიება ,,გარემოს გულისათვის" გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას ერთ-ერთი კომპანია მიიღებს.

CENN-ის ინიციატივით, კერძო კომპანიები, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვით, საქართველოში სუფთა და მწვანე გარემოს შენარჩუნებაში ზრუნავენ.

აღნიშნული კამპანია და ,,WMTR II პროგრამა" ხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით და USAID-ის მხარდაჭერით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები