ახალი ამბები
გორს მშვიდობის მსოფლიო ველომარათონის მონაწილე ეწვია
ამ წუთებში, იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერში ველომოყვარულები ნოდარ ბერიძეს დახვდნენ.

გორის ტურიზმის განყოფილების წარმომადგენლის ცნობით, ქალაქი ოფიციალურად შეუერთდა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ "მშვიდობის მსოფლიო ველომარათონს - ვლადივოსტოკი-ლისაბონი-თბილისი".

ნოდარ ბერიძე ლეგენდარული ჯუმბერ ლეჟავას გზის გამგრძელებლია. ის ადგილობრივ ველომოყვარულებთან ერთად ქალაქში მსვლელობას მოაწყობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები