ახალი ამბები
სურამში 60-წლის მამაკაცი მოკლეს
დღეს, სურამში, 1958 წელს დაბადებული მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა დილის 7 საათზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოხდა.

ბრალდებული მეზობელია, რომელიც გარდაცვლილ, 60-წლის მამაკაცთან შედარებით, 10-12 წლით უმცროსია.

სურამის ადმინისტრაციულ თემის სპეციალისტი ვალერი ჩადუნელი ამბობს, რომ მეზობლებს შორის დაპირისპირების რეალური მიზეზი უცნობია.

,,სავარაუდოდ, წინა დღით დაწყებულ რაღაც კონფლიქტს უკავშირდება მკვლელობა. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ თითქოს ეს სანიაღვრე არხის გამო მოხდა, ეს არის სიცრუე. მანდ ყველაფერი კარგად არის გაკეთებული და ოჯახის წევრებიც არ ადასტურებენ მკვლელობის ამ მიზეზს. ამას ალბათ პოლიცია გაარკვევს" - აცხადებს ვალერი ჩადუნელი.

ცხედარს ამჟამად გორის პროზექტურაში ექსპერტიზა უტარდება. წინასწარი ინფორმაციით, ჭრილობა 60-წლის მამაკაცმა სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად მიიღო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები