ახალი ამბები
გორის მასშტაბით მინი ფეხბურთში ჩემპიონატი გაიმართება
2018 წლის 2 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით მუნიციპალიტეტის მასშტაბით მინი ფეხბურთში ჩემპიონატი გაიმართება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ადმინისტრაციიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის, ვასილ ბალახაძის ცნობით, ,,გორი 2018"-ის თასის მოსაპოვებლად  20-მდე გუნდი იბრძოლებს, მათ შორის, როგორც ქალაქში, ასევე, სოფლებში დაკომპლექტებული გუნდები.

ფინალური შეხვედრა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე ჩატარდება.  გამარჯვებულ გუნდს ,,გორი 2018"-ის გარდამავალი თასი გადაეცემა.

,,ეს თასი საბოლოოდ დარჩება იმ გუნდს, რომელიც მომავალ ჩემპიონატებზე სამჯერ მოიპოვებს მას. აღნიშნული ტურნირი წელს იწყება და ტრადიციულ სახეს მიიღებს," - აღნიშნავს ვასილ ბალახაძე.

გარდა ამისა, ტურნირის მიმდინარეობისას გამოავლენენ საუკეთესო ფეხბურთელს, ბომბარდირს, მეკარეს, მაყურებელთა სიმპატიას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები