ახალი ამბები
გორის მაღალმთიან სოფლებში 4948 მოქალაქეა რეგისტრირებული
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მაღალმთიან სოფლებში სულ 4948 მოქალაქეა რეგისტრირებული. ამის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გორის მერიას აცნობა.

რეესტრის მონაცემებით, რეგისტრაცია მოსახლეობამ 2015-2017 წლებში გაიარა. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის დადგენილებით, რიგ სოფლებს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა.

მერიის ცნობით, რეგიონში ასეთი სტატუსით 51 სოფელი სარგებლობს. სიაში ვერ მოხვდა ფლავი, ფლავისმანი და ქერე, რომელთა მოსახლეობა სტატუსის მინიჭებას ითხოვდა.

2018 წლიდან მონაცემებთან დაკავშირებით მონიტორინგი ხორციელდება. მონიტორინგის შედეგად, მუნიციპალიტეტში 48 მოქალაქეს აღნიშნული სტატუსი მოეხსნა. ბოლო ორ წელიწადში ასეთი სტატუსის მქონე 195 მოქალაქე გარდაიცვალა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები