ახალი ამბები
ბადრი ბასიშვილი: დაზარალებულებს კომპენსაციას დოლარის 1.6 კურსით ავუნაზღაურებთ
ნაციონალური მოძრაობის გორის ოფისი დღეიდან იმ მოქალაქეთა საქმეების შესწავლას იწყებს, რომლებიც ,,ქართული ოცნების" ხელისუფლების პოლიტიკისგან და მმართველ პარტიასთან დაახლოებული ბანკების მხრიდან დაზარალდნენ - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის რეგიონული ოფისის ლიდერმა ისუბრა.

ბადრი ბასიშვილმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერილი ,,სერტიფიკატიც" აჩვენა, რაც მოსახლეობისთვის მიცემული დაპირების შესრულების გარანტი იქნება.

ბასიშვილი ამბობს, რომ ნაც.მოძრაობის ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ორწლიან პერიოდში დაზარალებულ ადამიანებს კომპენსაციას მისცემენ, რომელიც სპეციალურად შექმნილი სახელმწიფო ფონდიდან გამოიყოფა. ფონდიდან თანხა იმ კურსით გაიცემა, რა კურსით დოლართან მიმართებაში ლარს, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ჰქონდა. იგი ამბობს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, 1 დოლარი კვლავაც 1.6 ლარი ეღირება.

მისი აზრით, ამ ფონდში 2 მილიარდი ლარის მობილიზება ,,ქართული ოცნების" მიერ უკანონოთ მითვისებული ობიექტებისა და ბიზნესის დაბრუნების შედეგად გახდება შესაძლებელი.

ნაციონალური მოძრაობა საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5-5 კაციანი ჯგუფებს გორშიც ქმნის, რომელიც არჩევნების შედეგების გაყალბებას გამორიცხავს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები