ახალი ამბები
ბაქოსთან ავარიაში გორის მე-3 სკოლის კურსდამთავრებულთა ავტობუსი მოყვა
,,სერიოზული დაზიანებები არავის მიუღია. ეს ინფორმაცია მეც მშობლებისგან ვიცი, რომლებიც ეკონტაქტებიან იქ მყოფებს" - ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მე-3 სკოლის დირექტორმა განუცხადა. 

ვახტანგ სუხიტაშვილის თქმით, სკოლის კურსდამთავრებულები ექსკურსიაზე მიდიოდნენ. მისი ინფორმაციით, სერიოზული დაზიანებები მძღოლმა მიიღო:

,,რაც შემიძლია გითხრათ ამ ეტაპზე არის ის, რომ სერიოზული დაზიანებები არავის მიუღია, მსხვერპლი არ არის." - აცხადებს სკოლის დირექტორი.

ავარიის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა. ჟურნალისტის ცნობით, ავტობუსში 20-მდე ბავშვი და 10-მდე მშობელი იმყოფებოდა.


იხ. ამავე თემაზე:

გორის მე-3 სკოლის მოსწავლეები აზერბაიჯანის საავადმყოფოდან გაწერეს


Print

სტატიის გამოყენების პირობები