ახალი ამბები
შავშვებთან ავტობანზე მანქანა ამოტრიალდა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებები მიიღეს მძღოლმა და მგზავრებმა. შსს-ს ცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სატრანსპორტო საშუალებაში სულ ოთხი ადამიანი იჯდა.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის მთავარ მაგისტრალზე მსუბუქი ავტომანქანა ამოტრიალდა.

შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებთან დღეს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები