ახალი ამბები
შავშვებთან ავარიის დროს მეორე მანქანაც ამობრუნდა
დღეს, სოფელ შავშვებთან ავარია მოხდა. ,,მერსედის" მარკის ავტომანქანა უკანა მხრიდან ,,toyota vitz"-ს შეეჯახა, რომელიც ამოტრიალდა. ,,მერსედესი" კი, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.

მძიმე ავარიისას დაშავდა ,,ტოიტოტას" ოთხივე მგზავრი, მათ შორის, ორი ბავშვიც. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. პოლიცია თავდაპირველად აცხადებდა, რომ მგზავრებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, თუმცა სამედიცინო ცენტრებში ,,ტოიტოტას" მგზავრებს ოპერაციის გაკეთება დაჭირდათ.

მანქანები დასავლეთ საქართველოს მხრიდან თბილისისკენ მოძრაობდა. შეჯახების სიმძიმე გამომძიებლებს ეჭვს უჩენს, რომ ,,მერსედის" მხრიდან ადგილი ჰქონდა მაღალი სიჩქარით მოძრაობას.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს (საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა).

Print

სტატიის გამოყენების პირობები