ახალი ამბები
გორის თეატრთან აქცია ,,ნუ მომკლავ" დღესაც იმართება
მეორე დღეა, გორის თეატრის ეზოში აქცია ,,ნუ მომკლავ" მიმდინარეობს. სკვერში შეკრებილი ახალგაზრდები თბილისში, 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.

აქციის ორგანიზატორების თქმით, საკმარისი არ არის მთავარი პროკურორის გადადგომა, რადგან მკვლელობის საქმე არ არის სათანადოდ გამოძიებული. აქცია 19 საათზე დაიწყო და სოლიდარობას, დედაქალაქში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს უცხადებენ.

საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთ-ერთი მოსწავლის მკვლელობის საქმეში ბრალდებული დამნაშავედ არ სცნო, კვალიფიკაცია შეუცვალა და, მხოლოდ, მკვლელობის მცდელობისთვის გაასამართლა.

საქართველოს სახალხო დამცველის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მკვლელი სხვაა, რომელიც დაკავებული არაა. ხორავას ქუჩაზე მომხდარ ჩხუბის დროს ათზე მეტი მოზარდი მონაწილეობდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები