ახალი ამბები
გორის მე-3 სკოლის მოსწავლეები აზერბაიჯანის საავადმყოფოდან გაწერეს
გორის მესამე სკოლის მოსწავლეებს და მათ მშობლებს ხვალ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე გადმოაცილებენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სკოლის დირექტორმა ვახტანგ სუხიტაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ავარიის დროს, მსუბუქად დაშავებული პირები საავადმყოფოდან უკვე გაწერეს:

,,ამჟამად, მაცნობეს, რომ ყველა მათგანი საავადმყოფოდან გაწერილია. ადგილობრივი ხელისუფლება უზრუნველყოფს როგორც მათ ტრანსპორტირებას ჩვენ საზღვრამდე, ასევე, იმ ხარჯებსაც, რაც სამედიცინო დაწესებულებაში დაჭირდათ. საზღვარზე კი, მათ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდებიან," - გვითხრა სკოლის დირექტორმა.

გუშინ, კურსდამთავრებულები ბაქოში, ტურისტული ავტობუსით გაემგზავრნენ. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ბაქოს სიახლოვეს ის კამაზს შეეჯახა. ავტობუსში სულ 57 ადამიანი იჯდა. ამათგან, 20 ბავშვი და 10 მათი მშობელი.

ბაქოში ავარიის შემდეგ გორის მოსწავლეებმა ექსკურსია გააგრძელეს
Print

სტატიის გამოყენების პირობები